Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროექტი ევროკოდების დანერგვის ხელშესაწყობად

BM.GE
30.05.22 10:44
240
საქართველოში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი საბჭოური სტანდარტებით შენდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს სამშენებლო კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სამშენებლო კოდების დანერგის ვალდებულებას აჩენს, მშენებლობა მაინც ძველი სტანდარტებით მიმდინარეობს. ე.წ. ევროკოდები, რომელიც შენობების კონსტრუქციის, დაპროექტების, სეისმომედეგობის და კიდევ ბევრ სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ წესს ადგენს, ეკონომიკის სამინისტრომ თარგმნა, თუმცა იმისთვის, რომ ის ამოქმედდეს სავალდებულოა დოკუმენტს თან ეროვნული დანართიც ახლდეს. 

პრობლემის მოგვარების მიზნით “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელმაც მიმდინარე პროცესის შეუფერხებელ და მოქნილ განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი. 

სტუმრები: ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ირაკლი ურუშაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკოდებთან დაკავშირებული პროექტის კონსულტანტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day