Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU დასკვნითი ღონისძიება ,,More2Come“

BM.GE
15.12.22 12:09
114
დღეს 17სთ-ზე სასტუმრო სტამბაში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი პროექტის, „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება პროექტის შემაჯამებელი ვიდეო ინსტალაციები, ასევე პროექტის ბენეფიციარ კომპანიებს სიტყვით მიმართავს - შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, საააგენტო აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის, სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების სექტორის ბენეფიციარებს შეეძლებათ ერთმანეთს სექტორის გამოწვევები გაუზიარონ და ისაუბრონ საკუთარი გამოცდილებაზე. პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”(EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 

სტუმრები: ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი;
თინათინ გენებაშვილი - შვედეთის საელჩოს პროგრამების განვითარების ოფიცერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day