ჩვენი მორიგი პროფესიონალი ფეხბურთელია და თან ქალი. ნინო პასიკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ქალია. კარიერის საუკეთესო წლები მან, ლეგიონერის სტატუსით, ბელარუსში, უკრაინასა და თურქეთში გაატარა, დღეს ის საქართველოშია და ქალთა ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. კიდევ მბევრი წარმატება, მეტი გოლი და დაფასებაა მის ანაგრიშზე... მთავარი სიახლე რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, 30 წლის ფეხბურთელმა, საფეხბურთო კლუბი "კვარტალი" დატოვა და კარიერას დინამო სოხუმში გააგრძელებს. ვნახოთ, ნინო პასიკაშვილის მორიგი ისტორია.