საქართველოს პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალისთვის ემზადება. Tbilisi Gastro Week 2023 1-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ღონისძიების ფარგლებში, ხუთი საერთაშორისო და ხუთი ადგილობრივი შეფი, ოთხ ხელში შეასრულებენ მრავალფეროვან და უმაღლესი სტანდარტის კერძებს, თბილისის სხვადასხვა რესტორნებში. ამასთან დაკავშირებით, გუშინ, გასტრონომიული ფესტივალის პროგრამა და 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს უკვე გააცნეს. ამ ამბებს მოვიკითხავთ ახლა საქმიანი დილას ეთერში, თუ რა მიზანს ემსახურება თბილისის გასტრონომიული კვირეული და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის რა ახალი პერსპექტივები გაჩნდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით?
სტუმარი: ირაკლი ნადარეიშვილი - ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი, Tbilisi Gastro week-ის იდეის ავტორი და ორგანიზატორი;