Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბრედფილდი" - ქარხანა 26-მილიონიანი ინვესტიციით

BM.GE
23.06.21 09:25
584
საწარმო რომელიც 26 მილიონიანი ინვესტიციით ამუშავდა გარდა იმისა რომ იმპორტს ანაცვლებს თავად იქნება საექპორტო მაკდონალდსის პურების მწარმოებელი. ასეთი მსოფლიოში სულ 4 ქარხანაა. თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილობით გამართული. ენრგოეფექტური და ისეთი პროდუქტის შემქმნელი, რომლის სტანდარტებსაც ყველაზე მკაცრი მაკდონალდსის მაკონტროლებელი აღიარებს.

გარდა იმისა, რომ ფქვილი, რომლითაც ფუნთუშები მზადდება საგანგებოდ ამ საწარმოსთვის შემოდის ქვეყანაში სხვა დანარჩენიც ჩვეულად უმაღლეს დონეზეა შესრულებული. საწარმოში, რომელიც საქართველოში პურის ცხობის ახალ სტანდარტებს აწესებს, დასაწყისისთვის – 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გადასამზადებლად „მაკდონალდსმა“ საქართველოში ავსტრიელი ექსპერტები მოიწვია, სხვათა შორის გავიცანით კიდეც მათი ნაწილი გუშინ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ თემურ ჭყონიას რამდენიმე წლის წინ დაანონსებული ამბავი სისრულეში მოვიდოდა და ეს საწარმო, ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად „მაკდონალდსი“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა და ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება. 2022 წლიდან კი „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day