Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მეტი ქალი IT ინდუსტრიაში!" - გრეის ჰოპერის ჯილდო

BM.GE
19.04.21 10:27
482
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო დააწესა. აღიარება ეკუთვნით საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე ქართველ ქალებს. გრეის ჰოპერზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, გარდა იმისა რომ ის პირველი პროგრამისტი ქალია, ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ ყველაზე უკეთ აჯამებს ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალების მდგომარეობას. 1969 წელს მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ მისი წვლილი წლის კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა, რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არც კი არსებობდა. მას შემდეგ, მართალია, ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ტექნოლოგიები ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა, თუმცა, ამ სფეროში დასაქმებული ქალები აღიარებას ჯერ კიდევ იშვიათად მოიპოვებენ.

სტუმრები: მარიამ ქობალია - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების ექსპერტი;
ნინუცა ნანიტაშვილი - გრეის ჰოპერის პროგრამის კონსულტანტი

Subscribe to our news

Get the main news of the day