საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. რას გულისხმობს ეს? - ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დაკრედიტებისთვის, ანუ ბიზნესისთვის თანხების ხელმისაწვდომობის კუთხით პოლიტიკის გამკაცრებას, ან შერბილებას არ გეგმავს, ყოველ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მომდევნო სხდომამდე. დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ კი, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა მედიის კითხვებსაც უპასუხა.