Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა აჩვენა მეწარმეების ფინანსური განათლების დონის კვლევამ?

BM.GE
11.11.21 09:58
367
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა" მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში, რომელშიც 14 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა აღნიშნულია, რომ ფინანსური განათლების დონემ 17 ქულიანი შკალით 10.3 ქულა (60%) შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

კვლევის მიხედვით, ბიზნესის მართვისას 71% მიზნად ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს თავისი კომპანიისთვის და ცდილობს მიაღწიოს მათ, თუმცა 67% აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვისას ურჩევნია მიჰყვეს საკუთარ ინსტინქტს, ვიდრე შეიმუშაოს დეტალური ფინანსური გეგმები.

ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კვლევის მიხედვით, მეწარმეების თითქმის ნახევარს ბიზნესის ანგარიშები და ფინანსები პირადი ანგარიშებისა და ფინანსებისგან მკაცრად აქვს გამიჯნული; 23%-ს აქვს ცალკე ანგარიში ბიზნესისთვის, თუმცა უჭირს ბიზნესის ფინანსებისა და საოჯახო ფინანსების გამიჯვნა; 28% ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებს ბიზნესისა და პირადი საჭიროებებისთვის;

სტუმარი: ლაშა გზირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი;



Subscribe to our news

Get the main news of the day