Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეტაპზეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაწყებიდან 8 წლის შემდეგ?

BM.GE
09.02.23 11:17
100
გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს და მის მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები. საუბარი შეეხო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას. 

ერთ-ერთ საკითხად ბევრ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმასთან ერთად გამოიყო ჰეპატიტის პროგრამა. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს C ჰეპატიტზე 590 ათასზე მეტი პირის სკრინინგია დაგეგმილი, 2026 წლისთვის კი C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოხდეს. 

პროგრამას ადგილობრივი მხარე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად"-ის მხარდაჭერით ახორციელებდა, რომლებმაც ელიმინაციის პროექტისთვის საქართველო რამდენიმე მიზეზით შეარჩიეს, საიდანაც უმთავრესი იყო გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. იქამდე ვიდრე მწარმოებელი კომპანია ძვირადღირებული მკურნალობისთვის საჭირო წამლებს სრულიად უფასოდ გადმოსცემდა ქვეყანას ყველა ინფიცირებული მოქალაქის მკურნალობისთვის, ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც ზრდასრულთა 5.4% დაავადებული აღმოჩნდა. გავრცელება უფრო მაღალი იყო მამაკაცებში, მათ შორის 30-59 წლის ასაკის ჯგუფებში. გავრცელების გზებს შორის კი, ყველაზე მაღალი იყო ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და დაინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების მოხვედრა ორგანიზმში.

რამდენი პროცენტია დღეს სრულად განკურნებული და როგორია ახალი ინფიცირების შემთხვევები პროგრამის დაწყებიდან თითქმის 8 წლის შემდეგ ამ თემაზე BMG-იმ რამდენჯერმე სცადა NCDC-ის წარმომადგენლებისგან მიეღო ინფორმაცია თუმცა უწყება ვერცერთ რესპონდენტს ვერ პოულობს კვირიდან კვირამდე თემაზე სასაუბროდ.

სტუმარი: გიორგი კამკამიძე - ექიმი ინფექციონისტი, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი;


Subscribe to our news

Get the main news of the day