Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ჯდება 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოება?

BM.GE
20.06.23 16:29
90
საქართველოს მთავრობა ენერგო ობიექტების მხარდამჭერი მეორე აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება. ახალი აუქციონი ამჯერად სავარაუდოდ 600 მგვტ პროექტებზე გამოცხადდება. პირველ აუქციონზე ინვესტორების წარდგენილ განაცხადებზე ჰიდროსადგურების შემთხვევაში 1 კვტ.სთ-ზე ფასი, 6.5 ცენტიდან 6.85 ცენტამდე მერყეობდა. ქარის შემთხვევაში 5.78-დან 6 ცენტამდე, ხოლო მზის სადგურების შემთხვევაში 1 კვტ.სთ-ს ფასი 5.3-დან 5.9 ცენტამდე დიაპაზონში იყო. პარალელურად ცნობილი ხდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და TBC კაპიტალის კვლევის შედეგები, რომელიც ელექტროენერგიის დაყვანილ ღირებულებას ეხება და რომელიც ელექტროგენერაციის ობიექტის მშენებლობის შემდეგ, კონკრეტული ტექნოლოგიის - ჰიდროს, მზისა და ქარის სადგურების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას განსაზღვრავს. ირკვევა, რომ ეფექტიანობის გათვალისწინებით, მოდინებაზე მომუშავე ჰიდრო ობიექტებზე 1 კვტ.სთ -ს საშუალო ფასები 5.3-დან 10 ცენტის დიაპაზონშია, ხოლო კაშხლიანი ჰესების შემთხვევაში კი, დიაპაზონი 9.4-დან 15.1 ცენტის შუალედში. რა აჩვენა ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულების კვლევამ, როგორ ემზადება სექტორი ახალი აუქციონისთვის და ბაზრის გახსნისთვის?

სტუმარი:ლევან ვეფხვაძე - „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day