რა პრობლემა შექმნა ბიზნესში 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ?
BM.GE
17.07.23 18:22
• 51
მუშახელის არარსებობა და რიგ სექტორებში 48-საათიანი სამუშაო დროის 40-საათამდე შემცირება - ეს ის პრობლემური საკითხებია, რომელიც გასულ კვირას ბიზნესმა ინვესტორთა საბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ დააყენა. უკვე ნახევარი წელია შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცნენ და ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიიღონ. რა პრობლემა შექმნა 40 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ და რაში ხედავს გამოსავალს ბიზნესი.