Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა პრობლემა შექმნა ბიზნესში 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ?

BM.GE
17.07.23 23:50
79
მუშახელის არარსებობა და რიგ სექტორებში 48-საათიანი სამუშაო დროის 40-საათამდე შემცირება - ეს ის პრობლემური საკითხებია, რომელიც გასულ კვირას ბიზნესმა ინვესტორთა საბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ დააყენა. უკვე ნახევარი წელია შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცნენ და ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიიღონ. როგორც ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი განმარტავს, ერთია ის, რომ ბიზნესს ხარჯი გაეზარდა, რადგან ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად დამატებით უწევთ თანხების მობილიზება, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა კადრების ნაკლებობაა, რაც რიგ სექტორებში ბიზნეს პროცესებს აფერხებს. სარესტორნო ინდუსტრია კი მთავრობის გადაწყვეტილებას არათანმიმდევრულს და გაუაზრებელს უწოდებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day