ბოლო მონაცემების მიხედვით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 12%-ით არის გაზრდილი. თუმცა, დადებით დინამიკასთან და მეღვინეების მიერ ყოველწლიურად ახალი ბაზრების მოძიებასთან ერთად ქართული ღვინის ინდუსტრიას განვითარების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი სირთულე აქვს გადასალახი.