Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა რესურსით უნდა ჩანაცვლდნენ პრაქტიკოსი პედაგოგები სკოლებში?

BM.GE
16.12.21 13:34
311
„მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება“, – ეს სიტყვები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, 2021 წელს გამოცდაზე გასული იმ პედაგოგების პასუხად გააკეთა რომელთაც საკუთარ საგანში მინიმალური კომპეტენცია ვერ გადალახეს.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან ამ მასწავლებლების ჩანაცვლება კონკურსის გზით მოხდება, რომელთა რაოდნეობაც საკმაოდ დიდია. ჩხენკელის შეფასებით, აღნიშნული პროცესი, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის კუთხით, წინგადადგმული ნაბიჯია.

თუმცა გამონაკლისი მაინც იქნა დაშვებული, კერძოდ, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე, ვაკანსიის შევსებამდე, უსტატუსოდ.

საუბარია პედაგოგებზე, რომლებიც საკუთარ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავენ, ანუ ასწავლიან ბავშვებს იმ საგანს რაც თავადაც მინიმალურ დონეზე არ იციან, რასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი არერთი ინფორმაცია ადასტურებს. მათი სისტემიდან გასვლა წესით სექტემბრიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა დიდი ალბათობით წინასაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცესი კიდევ ერთი სემესტრით, იანვრამდე გადავადდა.

აღნიშნულმა პედაგოგებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, ბოლო გასული კვირის ბოლოს, სადაც ისინი ითხოვდნენ რომ სკოლიდან არ გაყარონ. მათ შორის დააყენეს წინადადება რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგისთვის ნებაყოფლობითი იყოს, რასაც საბედნიეროდ განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

რას შეცვლის ცვლილებები და როგორ უნდა ვმართოთ ვითარება იმგვარად, რომ სკოლებში ახალი და რაც მთავარია კომპეტენტური პედაგოგების შედინება მოვახერხოთ?

სტუმარი: სიმონ ჯანაშია - განათლების მკვლევარი.






Subscribe to our news

Get the main news of the day