Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა სჭირდება მზის ელექტროსადგურებს განვითარებისთვის?

BM.GE
21.09.22 15:08
146
მზის ენერგია, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყარო სულ უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება საქართველოში, თუმცა ქარისგან განსხვავებით, ჯერჯერობით მზის მხოლოდ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები გვხვდება. ასეთი სადგურების სიმძლავრე 500 კილოვატს არ აღემატება. ცნობილია, რომ მთავრობა განახლებადი ენერგიების სტიმულირების რამდენიმე ინსტრუმენტზე მუშაობს, თუმცა კონკრეტულად რა მექამიზმებზეა საუბარი, ეს ჯერ საჯარო არ არის. რა სჭირდება ამ სექტორის განვითარებისთვის?

სტუმარი: თორნიკე დარჯანია - Helios Energy-ის დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day