Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რამდენი დახარჯეს მუნიციპალიტეტებმა 2022-ში რეკლამაზე?

BM.GE
11.04.23 12:16
108
სახელმწიფო უწყებები სარეკლამო მომსახურებაში ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავენ. ხშირად მსგავსი აქტივობები ხმარდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელებას, ზოგჯერ კი შესაძლებელია სარეკლამო ბიუჯეტი მიემართებოდეს კონკრეტული უწყების მიღწევების ინფორმაციის გავრცელებას. სარეკლამო მომსახურების შესყიდვები უმეტესად გამარტივებული შესყიდვების გზით ხორციელდება. შესაბამისად, უწყებებს საშუალება აქვთ თავად აირჩიონ რეკლამის დამზადების, განთავსებისა და გავრცელების როგორც კონკრეტული წყაროები, ისე მედია ორგანიზაციები. თუმცა სატელევიზიო დროის შესყიდვა განსხვავებულად რეგულირდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა და გაანალიზა შესაბამისი ინფორმაცია სარეკლამო ხარჯების შესახებ.

სტუმარი: მარიამ გოგიაშვილი - IDFI-ს ანალიტიკოსი.

Subscribe to our news

Get the main news of the day