Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას აჩვენებს ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები?

BM.GE
20.04.23 12:16
102
საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. 

მიუხედავად ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გაფართოებული ბავშვის დახმარების პროგრამებისა ის 2022 წელს საქართველოში მაცხოვრებელი 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის მხოლოდ 29%_ს ფარავს. თუმცა, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს.

კვლევის მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა იყო რომელთა შორისაცაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა.

სტუმარი: ქეთევან მელიქაძე - UNICEF-ის სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის სპეციალისტი;
 


Subscribe to our news

Get the main news of the day