Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას მოიტანს ახალი ტიპის თიზ–ი?

BM.GE
02.09.22 12:01
291
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გუშინ, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობამ Rothschild & Co-სთან გასულ წელს 4-მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმა” უნდა მომზადდეს. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უკვე მომზადებულია სტრატეგიის პროექტიც, რომლითაც “რეფორმის” წარმართვა განიხილება. 

რაც ამ ეტაპზე ვიცით, რეფორმა გულისხმობს ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი. 

საჯაროდ ამ პროექტთან დაკავშირებით განცხადება მხოლოდ იანვარში გაკეთდა და მაშინ ითქვა, რომ საქართველო შექმნიდა სპეციალურ ფინანსურ ზონებს გონიოსა და თბილისის ზღვის მახლობლად, სადაც უცხოური კომპანიები თავიანთ წარმომადგენლობებს გახსნიდნენ. 

რას შეიძლება გულისხმობდეს სპეციალური ფინანსური ზონის სტატუსი და რამდენად რეალისტურია მთავრობის და როტშილდის გათვლები – გამოდის, Rothschild & Co მუშაობს რეფორმის პროექტზე, რომელიც თემქის მიდამოების და გონიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად განვითარებას გულისხმობს და ამაში საქართველოს მთავრობა 4 მილიონ ლარს იხდის. 

სტუმარი: გიორგი ტაბიძე - თბილისის თავისუფალი იდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორი;




Subscribe to our news

Get the main news of the day