Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის სახელმწიფო შესყიდვების კანონში ცვლილებები?

BM.GE
19.09.22 11:49
139
პარლამენტი სახელმწიფო შესყიდვების კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელთა მიზანიც ქართული კანონმდებლობის EU-ს ნორმებთან დაახლოებაა. ვრცელ საკანონმდებლო პაკეტში საუბარია გამარტივებული შესყიდვების შესახებაც, რომლეთაც მთავრობა სხვადასხვა მიზეზით საკმაოდ აქტიურად იყენებს.

ახალ კანონპროექტში გამარტივებული შესყიდვის პროცედურას ეცვლება სახელი და მას “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” ერქმევა. ასევე ცვლილებები შედის ამ შესყიდვების გამოცხადების და არგუმენტირების წესებში. ძირითადი წინაპირობა, რომლითაც ასეთი შესყიდვები უნდა ჩატარდეს, არის “გადაუდებელი აუცილებლობა”, რაც ამჟამად არსებულ არსებულ წესთან შედარებით უფრო ვიწროა. თუმცა, უცნობია რა სახით იმოქმედებს ეს ამ შესყიდვების რაოდენობაზე. 

გამარტივებული შეტყიდვის პროცედურის გამოყენება საქართველოში უცხო ნამდვილად არ არის, პირიქით ზოგჯერ არასაჭიროდ ხშირადაც გამოიყენება. გამარტივებული შესყიდვებით მთავრობა როგორც საჩქარო, ასევე მიმდინარე პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, თბილისობის ან ახალი წლების კონცერტების ორგანიზება, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი სტადიონების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ამ მიმართულებით უტენდეროდ ასობით მილიონს ხარჯავს. 

რას შეცვლის სახელის ცვლილების გარდა კანონში კორექტივები?

სტუმარი: ბადრი ნიაური - შპს “ნიაური და კომპანია”, გენერალური დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day