Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაში გამოიყენებს “ედუფეი” მოზიდულ 300 ათას ლარს?

BM.GE
28.06.21 12:56
264
ქართული სტარტაპი „ედუფეი“, რომელიც მიზნად კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ფინტეკ მიმართულების აქტიურად დანერგვას ისახავს განვითარების ახალ ეტაპს სტარტავს. ამის მიზეზი ახალი შესაძლებლობაა, “ედუფეიმ” პირველივე საინვესტიციო რაუნდში პროდუქტის განვითარებისა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა, რაც გუნდს აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასასვლელად მომზადების საშუალებას მისცემს. ვიდრე სტარტაპის შემქმნელები თავად მეტს მოგვიყვებიან მოკლედ გეტყვით, რომ ედუფეი არის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებ.პლატფორმა კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საფასურის გადამხდელისთვის. პლატფორმა სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტისათვის სამართავ პროგრამას, ხოლოს მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას. საგანმანათლებლო ორგანიზაციების სამართავი პანელი ინტეგრირებულია ბანკებთან და ედუფეი საკუთარი ალგორითმით აანალიზებს მათ საბანკო ამონაწერს, საიდანაც აიდენტიფიცირებს თუ რომელმა გადამხდელმა, რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა.

სტუმარი: ქრისტოფერ გვენეტაძე - "ედუფეის" ფინანსური დირექტორი;
 

Subscribe to our news

Get the main news of the day