საგარეო ვაჭრობის ბოლო მონაცემებთ, ჩინეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია. დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ევროკავშირში სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირება და ამ პროდუქტის სწორედ ჩინეთში გადამისამართებაა. თუმცა, ამას გარდა, ბიზნესის სხვა არაერთი სექტორის წარმომადგენელმა გაზარდა სავაჭრო მოცულობები მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რაც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებითაც აისნება. ძირითადად რა პროდუქტები გადის ჩინეთში და რა უპირატესობები აქვს ამ ბაზარს?