Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ გახდა E-Space-ის სერვისი ფასიანი? - ავთო შავიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
08.02.21 10:21
360
საქართველოში მოქმედი ელექტროდამტენების სერვისის განმახორციელებელი კომპანია E-Spece თებერვლიდან მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივად ფასიან მომსახურებაზა გადაყვანას იწყებს. პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, ისე როგორც თავიდანვე იყო გაწერილი. კომპანიაში მისი დაფუძნებიდანვე განამრტავდნენ, რომ უფასო მომსახურების შეთავაზება სტრატეგიის ნაწილია მეტი მომხმარებლის მოსაზიდად და ელექტროავტომობილების გამოყენების წასახალისებლად. სწრაფი დამტენების მომსახურება, რომელიც ძირითადად დასავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზეა დამონტაჟებული, მომხმარებელისთვის დიდი ხანია რაც ფასიანი გახდა, თუმცა მე-2 დონის დამტენებით სარგებლობა უფასოდ შეიძლებოდა. რატომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პერიოდში კომპანიამ გადაწყვეტილება და რა რეაგირებას ელოდებიან მომხმარებლებისგან?

სტუმარი: ავთო შავიშვილი - E-Spece, აღმასრულებელი დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day