Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ იზრდება საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე? - ICC-ის კვლევის შედეგები

BM.GE
02.03.23 15:48
74
ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტად საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად გასულ, 2022 წელს იყო დამოკიდებული. ამის შესახებ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელმაც საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოქვეყნა. ინდექსი გამოითვლება ისეთი პარამეტრებით როგორიცაა იმპორტი; ექსპორტი; ფულის ნაკადი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. თითოეული ქვეყნის ეკონომიკური წონა პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელსაც ეს ქვეყანა წარმოადგენს საერთო ჯამიდან და მშპ-დან. ორგანიზაციამ სამი სხვადასხვა წლის შედეგები დაითვალა: 2003 წელი (შევარდნაძის ვადის დასრულება), 2012 წელი (სააკაშვილის ვადის დასრულება) და 2022 წელი (ივანიშვილის ადმინისტრაცია).

სტუმარი: გიორგი სხულუხია - ICC Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომპანია “დეიზის” დამფუძნებელი და დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day