Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#reachnewmarkets: ქართული ვაშლი დუბაიში გაიყიდება - “ტირიფონის ბაღების” წარმატების ისტორია

BM.GE
09.05.23 08:34
93
გორის სოფელ კვარხითში “ტირიფონის ბაღები” მდებარეობს. ეს არის კომპანია, რომელიც 2014 წლიდან გორში ვაშლის ინტენსიურ ბაღებს, მსხლის მცირე წარმოებასა და სამაცივრე საცავს აერთიანებს. ტირიფონის ბაღებში მოწეული ვაშლი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა კომპანიამ უკვე ექსპორტის მიმართულებითაც გადადგა ნაბიჯები. ტირიფონის ბაღები, საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელმაც გორში მოყვანილი ვაშლის სატესტო პარტია ექსპორტზე არც მეტი არც ნაკლები დუბაის ბაზარზე გაიტანა. ერთი შეხედვით ეს შეიძლება მარტივადაც ჟღერდეს, თუმცა კომპანიამ საქართველოსთვის ტრადიციულ ბაზარზე უარი თქვა და გაერთიანებულ საამიროებში შესვლამდე უამრავ დაბრკოლებას შესაბამისად უპასუხა. ახლა წარმოება შეკვეთების მოლოდინშია. 


Subscribe to our news

Get the main news of the day