Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#რედაქტ2 ვიქტორია მღებრიშვილთან ერთად - ინტერვიუ ივერი ქუცნაშვილთან / 07.07.2023

BM.GE
06.07.23 18:59
49
გოგოლაძეების ოჯახმა ბაზალტის ძაფის საწარმო დოკუმენტაციისა და საკუთარი ტექნოლოგიური მიგნებების საფუძველზე, რუსთავში, წარმოების მშენებლობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი ქართული ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს წარმოება გამოცდილებას 1998 წლიდან ითვლის. დღეისთვის, კომპანიის პორტფელში ბაზალტის უწყვეტი ბოჭკო, ბაზალტის არმატურა და არმატურის ბადე, გეოგრიდები, დაჭრილი ბოჭკო, საიზოლაციო ქეჩა და მატრასები და ბაზალტის ლამინატები შედის… ყველა ეს პროდუქტი გარდა ქეჩისა, სხვადასხვა სახის არმირებისათვის ბეტონში, ასფალტში და კომპოზიტურ პროდუქტებში გამოიყენება.

წლების გამოცდილებით და ეტაპობრივი ზრდა-განვითარების შემდეგ “ბაზალტ ფაიბერსის” ქართულ პროდუქტს ამ დროისთვის არამხოლოდ საქართველოში იყენებენ, არამედ წარმოების 80%-ი ექსპორტზე ევროპის ათობით ქვეყანაში გადის.

რამდენიმე წლის წინ ქართული ბაზალტისგან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მიმართ ინტერესმა გერმანიაში ქარხნის აშენების იდეაც გააჩინა. იდეა სისრულეში მალევე მოიყვანეს და დამფუძნებლებმა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ევროპაში გაფართოება დაიწყეს.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ს
რედაქტორი; სტუმარი: ივერი ქუცნაშვილი - “ბაზალტ ფაიბერსის” დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day