რით ხნის “თელასი” და “თელმიკო” დარიცხულ მაღალ გადასახადებს?
BM.GE
03.02.22 18:51
• 385
სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოს“ შეამოწმებს, - გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. სხდომაზე განიმარტა, რომ შემოწმება განპირობებულია მომხმარებელთა დიდი ნაწილის სემეკ-ისთვის მიმართვით, სადაც აბონენტები დარიცხულ მაღალ გადასახადებზე მიუთითებენ. შემოწმება კომპანიებში 1 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. რა შესაძლო დარღვევებზე საუბრობენ სემეკში და რა ბერკეტი აქვს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას იმ შემთხვევაში თუ თელასისა და თელმიკოს მხრიდან დაღვევები გამოვლინდება?