Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რითეილ ასოციაცია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

BM.GE
29.04.21 11:15
381
მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციული მდგრადობის ინიციატივას, გაეროს გლობალურ შეთანხმებას სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანება - რითეილ ასოციაცია შეუერთდა. გაეროს გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე მსხვილი ინიციატივაა მსოფლიოში და 160 ქვეყანაში 12 ათასზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი რითეილ ასოციასიისთვის ყველა იმ საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების გაზიარებას უზრუნველყოფს, რომელიც გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს შეეხება. 10 პრინციპი გულისხმობს ბიზნესის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჩამონათვალის პატივისცემასა და დაცვას; შრომის უფლებების დაცვას, გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვას, ეკოლოგიაზე ზრუნვას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - "რითეილ ასოციაციის' აღმასრულებელი დირექტორი;
რატი ზაუტაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day