Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ აფასებენ ეკონომისტები ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მიერ ფლობას?

BM.GE
14.03.23 11:45
93
ქართველი ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. როგორც PMC RC-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი, მიუხედავად მათი დადებითი შეფასებისა მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. 

გამოკითხულ ეკონომისტთა მხოლოდ 17% აფასებს დადებითად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება, გამოკითხულთა 28% კი გადაწყვეტილებას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს. 

გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. მოლოდინი ოდნავ გაუმჯობესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2022 წლის მეოთხე კვარტალში და საგრძნობლად გაუმჯობესდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 

სტუმარი: გოგა ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;


Subscribe to our news

Get the main news of the day