Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ გავხადოთ საქართველოს გზები უსაფრთხო? - კონფერენციის დეტალები

BM.GE
10.10.22 15:40
143
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს გზებზე 176 188 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც დაიღუპა 2 356, ხოლო დაშავდა/დასახიჩრდა 49 725 ადამიანი. რა არის ამ პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზი და როგორი უნდა იყოს მათ გადაჭრის გზები - ამ თემასთან დაკავშირებით „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ საგზაო უსაფრთხოების კონფერენცია გამართა. ასოციაციამ ღონისძიებაზე პრეზენტაციების სახით წარმოადგინა ხედვა ტრანსპორტის სექტორის ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსაც წარმოადგენს. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად როგორც გარდაცვლილთა, ისე დაშავებულთა რაოდენობა. 

საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელს 2.7-ჯერ აღემატება. - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გასულ კვირას განაცხადა. მისივე განმარტებით, თუკი საქართველოში 100 ათას მოსახლეზე ყოველწლიურად 12 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 4.4-ია. გზებზე სიკვდილიანობას იწვევს უმეტესად სიჩქარის გადაჭარბება და ასევე სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვა. 

„2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში 586 601 სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანობას საჭიროებს“, - განაცხადა დარახველიძემ და პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გაწერილია დამატებითი ჯარიმები, რაც სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა დარღვევებისთვის მძღოლებს დაეკისრებათ. როგორ გავხადოთ გზები უსაფრთხო? 

სტუმარი: დავით მესხიშვილი - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი;


Subscribe to our news

Get the main news of the day