Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ მუშაობს აზარტული თამაშობების შესახებ კანონი?

BM.GE
09.02.23 15:21
129
აზარტული თამაშების შესახებ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, კანონის ეფექტიანობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც ჩანს, პირებმა რომლებსაც კანონი აკრძალული აქვთ აზარტული თამაში გამოსავალი მაინც იპოვეს, ისინი სათამაშოდ სხვის ანგარიშებს იყენებენ ან ქირაობენ.. აკრძალულ პირთა სიაში კი, მილიონ 400 ათასზე მეტი პირია შეყვანილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწორედ ამდენი პირი თამაშობდა. გასული წლის 1-ელი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენებას ითხოვდნენ, ან მათ მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. რა ხარვეზებია კანონმდებლობაში და რა პოზიცია აქვს ფინანსთა სამინისტროს?

Subscribe to our news

Get the main news of the day