Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ ვებრძოლოთ კიბერდანაშაულს?

BM.GE
10.05.23 09:59
79
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 4.9%-ით, ანუ 12 შემთხვევით არის გაზრდილი. წლის პირველ კვარტალში კომპიუტერული დანაშაულის 257 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 109 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი 42.41%-ია. გასული წლის იმავე პერიოდში რეგისტრირებული იყო 245 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 84 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 34.29% იყო. 

ამავე დროს შს სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში 46.43%-ით შემცირდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტები; 100%-ით -კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები. კომპიუტერულ დანაშაულებს შორის გაზრდილია მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტები. წლიურად ზრდა 12.21%-ია. 

ერთია დინამიკა და აღწერილი სტატისტიკა და მეორე პრობლემა - რა მასშტაბის გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი და თითოეული ელექტრომოწყობილობის მომხმარებლისთვის კიბერდანაშაული? 

სტუმარი: ანზორ მეხრიშვილი - BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day