Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია სავაჭრო ფართების დატვირთულობა?

BM.GE
19.04.23 09:26
83
სავაჭრო კომერციულ ფართებზე მოთხოვნა იზრდება და ამას თავად მეიჯარეებიც ადასტურებენ. როგორც bmg-სთან მსხვილი, თუ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2023 წელი კარგად დაიწყო და მათ მიერ გასაქირავებელი კომერციული ფართები უკვე თითქმის სრულად ათვისებულია. თუმცა, მაგალითად, კომერციულ ფართებზე დატვირთულობა იგივე დარჩა დიდუბე პლაზაში. ამ ეტაპზე კომპანიის კომერციული ფართების 90% დატვირთულია. 1 კვ.მ იჯარის საშუალო ფასი დიდუბე პლაზაში 2019 წელს 7-8 დოლარის ეკვივალენტი ლარში იყო, ხოლო დღეს 10 $-ის ეკვივალენტი ლარშია.

Subscribe to our news

Get the main news of the day