Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სად არის ევროპაში დაბინძურებული და სუფთა ჰაერი?

BM.GE
11.07.22 09:05
165
უახლესი მონაცემებით, გასულ თვეში, სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპანია Airly-ის თანახმად, განსაკუთრებით ცუდი ვითარება სამხრეთ ესპანეთისა და იტალიის დიდ ქალაქებშია. ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი პრობლემა აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციაა, რაც ამ ადგილებში ტრანსპორტის გაზრდილი მოძრაობითაა განპირობებული. 

Airly-ის CEO-ს განცხადებით, საზღვაო ზოლის ბევრ ქალაქს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ესპანეთის სანაპიროა, მათ შორის მურსიის, ბარსელონასა და მალაგას რეგიონები. თუმცა არანაკლებად დაბინძურებულია ჰაერი იტალიის პულიას, მარკესა და ნესებურის (ბულგარეთი) შავი ზღვის სანაპიროების ტერიტორიაზე. 

ამის მიზეზი შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი მატება იყოს, რაც განსაკუთრებით 2022 წლის ივნისის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. Airly-ის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ზემოქმედება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. 

 



Subscribe to our news

Get the main news of the day