საგარეო ვაჭრობა 9 თვეში: საქართველომ რუსეთთან ბრუნვა 50%-ით გაზარდა
BM.GE
19.10.22 14:33
• 153
საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაზარდა - საქსტატმა ცხრა თვის საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. 4 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 9.5 მილიარდის იმპორტი - ასეთია წინასწარი მონაცემები. როგორც ირკვევა, სამ კვარტალში ქვეყანამ 37.4 პროცენტით მეტი საქონელი გაიტანა ექსპორტზე ვიდრე შარშან, იმპორტის ზრდამ კი 34.4 პროცენტი შეადგინა. ჯამში, ცხრა თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.6 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე რა სურათია რუსეთთან ვაჭრობის მხრივ? გარკვეულწილად დაიწყო თუ არა აღდგენა უკრაინაში?