Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტრომ კლინიკების ტარიფების დაანგარიშება დაიწყო

BM.GE
17.03.21 23:15
443
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ტარიფების ახლებურად გაანგარიშებაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, ამ პროცესს წინ უძღოდა სამედიცინო სექტორის მიმართვა ყოფილი პრემიერის და ასევე ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, სადაც ათეულობით სამედიცინო დაწესებულება მთავრობას კლინიკების წინაშე არსებული პრობლემების საქმის კურსში აყენებდა. კერძოდ დარგის მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა გაუსაფურებულმა ლარმა, რადგან სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სახარჯი მასალებისა და აპარატურის ღირებულება მოცემულია აშშ დოლარსა და ევროში. გარდა ამისა სამედიცინო ბიზნესი ამბობს, რომ გაძვირებულია სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯები. შეჯერდა თუ არა დარგთან კომუნიკაციის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფების დაანგარიშების ახალ მოდელზე და რა ფორმულირებას სთავაზობს დარგი სამინისტროს?
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day