საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებიდან ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა, S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა, რითიც რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ რეიტინგის მოლოდინი ნეგატიურია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას აზიანებს. S&P Global-მა ასევე გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო მაკროეკონომიკური შეფასებები საქართველოს ეკონომიკასთან, ვაქცინაციის ტენდენციებთან, ტურიზმის აღდგენასა და ლარის კურსთან დაკავშირებით.
აარტი საქჰუჯა - S&P Global, საკრედიტო ანალიტიკოსი