Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სანქციების გამო "IDS ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს

BM.GE
29.04.22 14:57
313
"აიდიეს ბორჯომი" სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა და ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც, მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია. 

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. 




Subscribe to our news

Get the main news of the day