Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპენსიო სესხები - რამდენად დასაბუთებულია ინიციატივა?

BM.GE
08.02.22 16:54
246
პარლამენტის საპენსიო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი რამდენიმე თვეა არ შეკრებილა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი იმედოვნებს, რომ სამუშაო შეხვედრა ამ კვირაში შედგება და ამასთან გაზიარებული იქნება მათი შეთავაზება, რომელიც პენსიონერებს მისცემს თავისუფალი არჩევანის საშუალებას, რომელ ბანკში დაერიცხოთ კუთვნილი პენსია. “ლიბერთი ბანკი” მზადაა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის გაცემული საპენსიო სესხების შესახებ არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაინტერესებულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ამ პროდუქტის განაკვეთთან დაკავშირებით. აღნიშული მზაობა გუშინ საქმის კურსის ეთერში ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ დააფიქსირა. 

სტუმარი: პაატა ბაირახტარი - ანალიტიკოსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day