გასტრო კვირეულის მიზანია, გამოცდილებების და შთაბეჭდილებების შექმნასთან ერთად, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის - ახალი პერსპექტივების გაჩენა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
გასტრონომიის ექსპერტი კრისტიან ბრასკ ტომსენი ამბობს, რომ გასტრონომიის კვირეულმა, მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რა არის თბილისი, როგორია საქართველოს კულტურა, მისი ისტორია, პროდუქცია, ემოციები და ყოველდღიურობა?