ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას აგრძელებს. სებ-მა აპრილში, Bmatch-პლატფორმის მეშვეობით, სავალუტო ბაზრიდან $322.4 მილიონი შეისყიდა, რაც რეკორდულად დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენციაა. მთლიანად წლის პირველ 4 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 782.9 მილიონი დოლარი იყო. სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ზუსტ მონაცემებს, თუ რა ზომისაა ამჟამად რეზერვები სებ-ი 7 ივნისს გამოაქვეყნებს.
სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისის მთავარი ეკონომისტი;