თანხების მოსაზიდად, იქნება ეს სესხი თუ პირდაპირი ინვესტიცები, მნიშვნელოვანია საქართველოს ძირითადი პარამეტრების სიმყარე და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მყარი დასტური მათზედ, რომ საქართველოს არის ფინანსურად ჯანსაღი და მდგრადი ქვეყანა. ქვეყნის რეპუტაციაზე ცალსახა და გადამყვეტ გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო რეიტინგი, რომელთა მონაცემები კრავს, აფორმირებს ინვესტორის და ნებისმიერი დაინტერესებული პირის შეხედულებებს ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ. სად ვიმყოფებით და რა პოზიციებზეა საქართველო მსოფლიოს წამყვანი და ყველაზე ანგარიშსგასაწევი რეტინგების მიხედვით?