Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები გაიზარდა

BM.GE
29.10.21 14:50
674
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. ანგარიში დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა. რაც შეეხება იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ჯამურ მაჩვენებელს, 9 თვეში ზრდამ 11.3% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო. იანვარში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში კი - 5,1 პროცენტით. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა პირველად მარტში დაფიქსირდა, აპრილიდან კი ვითარების შედარებით გამოსწორებას ექსპორტ-იმპორტის, ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა დაეხმარა. რა ფაქტორებმა განაპირობა სექტემბერში ეკონომიკური ზრდა?

Subscribe to our news

Get the main news of the day