Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-ი IFC-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად მდგარდი დაფინანსების ფორუმს მასპინძლობს

BM.GE
02.11.22 12:04
122
თბილისი მდგრადი დაფინანსების ფორუმს მასპინძლობს. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ორდღიან ფორუმს საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან თანამშრომლობით მართავს.

ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები იღებენ მონაწილეობას. რა ტენდენციებია განვითარებად ბაზრებზე და როგორია კერძო სექტორის როლი მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობაში?

სტუმარი: დავით უტიაშვილი - სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day