Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეხვედრა შედეგის გარეშე - აშენდება თუ სასტუმრო ვაკის პარკში?

BM.GE
15.02.21 18:27
475
მერიასა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორ კომპანია "ტიფლის დეველოპმენტს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. დედაქალაქის მთავრობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელმა გოგა ზაქაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ახალი ვერაფერი მოისმინა. ინვესტორი ადგილზე მშენებლობის გაგრძელებას აპირებს, მერია კი დათმობაზე არ მიდის.

რისი უფლება აქვს რეალურად ინვესტორს და რისი არა? უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას BMG ინვესტორ კომპანიას 5 თებერვლის შემდეგ სთხოვს. დღესაც დღის განმავლობაში ამ დოკუმენტის მოლოდინში ვიყავით, თუმცა ტიფლის დეველოპმენტმა მისი გადმოგზავნა ამ დრომდე ვერ მოახერხა. როგორც თბილისის მერიაში გვეუბნებიან, სასამართლომ ტიფლის დეველოპმენტს ადგილზე 2013 წელს გაცემული სპეც ნებართვა აღუდგინა, რომელსაც მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვის გარეშე ძალა არ აქვს. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ 2013 წელს სასტურმოს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ვადა აქვს გასული, ხოლო ხელახლა მისი გაცემა არ მოხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day