8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევროკომისიის 12 პირობის შესრულების მდგომარეობის მორიგი სტატუსმეტრი წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, სრულად მხოლოდ ერთი პირობაა შესრულებული, მეტწილად ორი, ნაწილობრივ კი ხუთი. მთავრობას შესასრულებელი აქვს ოთხი პირობა. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით რეკომენდაციები შეასრულოს. რა გამოწვევებია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების კუთხით?