Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სუფრის ყურძნის ასოციაციის გეგმები

BM.GE
30.06.21 13:14
316
სუფრის ყურძნის ასოციაცია 2020 წელს დაფუძნდა და ასოციაციის მიზანს პირველ რიგში სუფრის ყურძნის პოპულარიზაცია წარმოადგენს. bm.ge-ზე სტატიაა გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ კომპანია "სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის" გეგმებში სუფრის ყურძნის იმპორტის ჩანაცვლება შედის. სტატიაში ვკთხულობთ, რომ მიმდინარე წელს 4 მლნ ლარის ინვესტიციითა და სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით სართიჭალაში თანამედროვე აღჭურვილობით სუფრის ყურძნის იტალიური ჯიშებით 30 ჰა-ზე ვენახი გააშენა.

2020 წლის იანვარ-აპრილში ახალი სუფრის ჯიშის ყურძნის ექსპორტ-იმპორტმა ჯამში 460.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში სუფრის ყურძნის იმპორტი 3 ქვეყნიდან განხორციელდა და ჯამში 429.8 ათასი დოლარის ღირებულიების სუფრის ყურძენი შემოვიდა ქვეყანაში, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც საქსტატში განმარტავენ სუფრის ყურძნის ექსპორტში 100%-იანი წილი რეექსპორტს უკავია. შესაბამისად მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 30.6 ათასი დოლარის სუფრის ყურძნის ექსპორტი 2 ქვეყანაში: აზარბაიჯანსა და სომხეთში განხორციელდა. რაც გასული წლის 4 თვის მონაცემებს 57.2%-ით აღემატებოდა.

სტუმარი: შეთე ქემოკლიძე - "საქართველოს სუფრის ყურძნის ასოციაცია", თავმჯდომარე.



Subscribe to our news

Get the main news of the day