Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა

BM.GE
19.05.21 12:38
351
დედაქალაქის მოსახლეობამ თბილისის მერი 4 წლის ვადით აირჩია და ეს მანდატი კახა კალაძეს წელს ეწურება. უფლებამოსილების ამოწურვამდე კი საქმე კიდევ ბევრია. უკვე შესრულებულზე კი, მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას კახა კალაძე უკვე გუშინ იწყებს.

თბილისის მერის და მუნიციპალიტეტის გუნდის გუშინდელი პრეზენტაციისას ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაკეთდა: ვაკის პარკის, ანბანის სკვერის, დედაენის ბაღის რეაბილიტაციები, დარეჯანის სასახლე, გუდიაშვილის და ორბელიანის მოედნებზე და თბილისის სხვადასხვა რაიონებზე, სადაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა იმუშავა.

“ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა პრობლემაც ბევრია, რომელთა მოსაგვარებლად მზად ვართ” - ეს ამონარიდი გუშინდელი პრეზენტციიდან არის და ძნელია არ დაეთანხმო კალაძეს, რომ მოსაგვარებელი ამ ქალაქში ნამდვილად ბევრი რამ დარჩა. მათ შორის პრობლემატურია საკითხი, რომელიც ქალაქში სკვერების მოწყობას ეხება, რადგან მწვანე ზონებში ხშირად ვხვდებით კორპუსებს და მერიას ინვესტორებთან კომუნიკაცია უჭირს.მიზეზი საკითხის მოგვარება მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეს ცხადად აღნიშნა გუშინ საქმის კურსის შუადღის გადაცემაში მონაწილეობისას ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

სტუმარი: ირაკლი ჟვანია - არქიტექტორი, ურბანისტი;
 



Subscribe to our news

Get the main news of the day