Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„თიბისი კაპიტალმა“ AmCham-ის წევრებს მაკრო-სექტორული კვლევა წარუდგინა

BM.GE
05.05.23 19:34
79
თიბისი კაპიტალმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა, თიბისი ჯგუფის მთავარ ეკონომისტთან და თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად, ისეთი მაკროეკონომიკური და სექტორული თემები მიმოიხილეს, როგორებიცაა: რამდენად მდგრადია უცხოური ვალუტის შემოდინება? როგორია მშპ-ისა და ინფლაციის პროგნოზები? რას უნდა ველოდოთ ვალუტისა და საპროცენტო განაკვეთების მხრივ? სამომხმარებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციები, ტურიზმის სექტორის პოზიტიური პერსპექტივები და ასევე, ინარჩუნებს თუ არა უძრავი ქონების ბაზარი ზრდის ტენდენციას?

Subscribe to our news

Get the main news of the day