თიბისიმ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელშიც არა მხოლოდ გასული, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში თიბისის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ იყო ინფორმაცია თავმოყრილი. პრეზენტაცია სამი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე თიბისის გავლენას ეძღვნებოდა და ამ მხრივ სამომავლო გეგმებზეც საუბრობდა. ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტნიორი კომპანიებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.