Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს ვერ აჯარიმებენ - მერია მიზეზებს განმარტავს;

BM.GE
05.04.23 19:41
101
თბილისის მერია უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანების მძღოლებს ვერ აჯარიმებს. როგორც ვიცე-მერმა ბიემჯის განუცხადა,“თბილისის პარკინგს“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ შესაბამისი მონაცემები არ აქვს. ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ელექტრონული ბაზების დამეგობრება იგეგმება, რითაც მუნიციპალიტეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემები უნდა მიიღოს. თავის მხრივ, საინტერესოა, თავად შსს აჯარიმებს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

Subscribe to our news

Get the main news of the day